პოდოლიაკის ოცნებაა, მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც საუბრობდა არაერთგზის. მას უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მესტიაში განუცხადა.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, რომ „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღNიშნა, პოდოლიაკს ჰგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი თუ არ გაიხსნება, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
„მეორე ფრონტს თუ არ გავხსნით, ჰგონია, რომ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის პოდოლიაკის ფიქრები. ჩვენ სხვა მიზნები და სხვა დღის წესრიგი გვამოძრავებს. არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში და კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ. ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.