მმართველი გუნდის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის იმედით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.
მისივე შეფასებით პრეზიდენტი და ოპოზიცია ერთიანი დღის წესრიგით მუშაობენ.
"ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს რადიკალურ ოპოზიციასთან ექნება კონსულტაციები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მან სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია უხეშად. მან დაარღვია კონსტიტუცია მაგრამ მოერიდა
დანაშაულის ჩადენას, ანუ იცოდა, რომ ახორციელებდა არაკონსტიტუციურ ვიზიტს და შესაბამისად თავად გასწია ხარჯები და ბიუჯეტის ხარჯზე არ წასულა შესაბამის ვიზიტებში.
დანაშაულის ნაწილში მას ვერ ექნებოდა რადიკალური ოპოზიციის იმედი, ამიტომ ვერ გარისკა დანაშაულის ჩადენა, თუმცა ძალიან მარტივად გარისკა კონსტიტუციის უხეშად დარღვევა იმიტომ, რომ სწორედ აქ ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს რადიკალური ოპოზიციის იმედი. ისინი მოქმედებენ ერთიანი დღის წესრიგით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს მართავს.