15 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
"ხარჯები სრულად აისახება პრემიერის დეკლარაციაში, შესაბამისად, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და საჯარო" - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრემიერის მხრიდან საბიუჯეტო თანხების ხარჯვას ადგილი არ ჰქონია და ყველაფერი დეკლარაციაში აისახება. ეს განცხადება მან ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით მგზავრობაზე საუბრისას გააკეთა.

"კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლები, ხარჯები სრულად აისახება პრემიერის დეკლარაციაში. შესაბამისად, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და საჯარო. სრული ინფორმაცია ისედაც გაუზიარეს შესაბამისმა სამსახურებმა საზოგადოებას, ყველაფერი არის სათანადოდ, კანონის შესაბამისად გაკეთებული.

გახსოვთ, "ნაციონალური მოძრაობის" ბელადი მიხეილ სააკაშვილი, ბიუჯეტის ხარჯზე იწყობდა საკუთარ კეთილდღეობას. ის ხარჯავდა საბიუჯეტო მილიონებს. ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს იყო ლეგიტიმური და ამ საქმეს "პიჯაკების საქმეს" ეძახდა. რა შუაშია პიჯაკები?! კაცმა საკუთარი კეთილდღეობისთვის მილიონობით საბიუჯეტო თანხები დახარჯა. იგივე ადამიანები კანონიერ ხარჯებზე სვამენ კითხვებს.

ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან, როცა დეკლარაცია გამოქვეყნდება, არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს," - ამბობს ირაკლი კობახიძე.

 

 

დღის ამბები