პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი უშვებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის შესაძლო ხმები მოაგროვოს.
„შეხვედრაზე ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პრეზიდენტის მოსალოდნელ იმპიჩმენტთან დაკავშირებით. თავად პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს მოხდეს. „ქართული ოცნება“ მართალია, თავს იკატუნებს, 100 ხმა არ გვაქვსო და გამორიცხავს ამას, მაგრამ დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტიც დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ 100 ხმა ჰქონდეთ და არ გამორიცხავს, ძალიან ჩვეულებრივად უყურებს იმას, რომ პრეზიდენტი გადააყენონ. შემდეგ რა უნდა გააკეთოს, ამაზეც აშკარად ნაფიქრი აქვს და ეს სასიამოვნო მოსასმენი იყო. საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს," - განაცხადა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა.