15 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
მთავარი ძალა, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავარი ძალა, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა.

რაც შეეხება ამ კონტექსტში იმპიჩმენტზე საუბარს, ირაკლი კობაიძის თქმით, პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა

დეპოლარიზაცია არის ყველაზე რთული ამოცანა, ამ ამოცანის შესრულება არ არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“, ხელისუფლებაზე. ამ ყველაფერს ხანგრძლივი ისტორია აქვს.  მთავარი ძალა, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა. ეს შეიძლება ძალიან თამამად ითქვას. ვიდრე უცხოური აგენტურა ამ ამოცანით მოქმედებს, საქართველოში პოლარიზაცია ყოველთვის იქნება. ვგულისხმობ შესაბამის პოლიტიკურ პარტიებს, მათთან დაკავშირებულ ენჯეოებს, მედიასაშუალებებს. ისინი სრულიად შეგნებულად და ხელოვნურად აღვივებენ ამ ქვეყანაში პოლარიზაციას. ეს არის ერთერთი მთავარი დავალება, რასაც ისინი იღებენ მათი პატრონებისგან. 
რაც შეეხება ამ კონტექსტში იმპიჩმენტზე საუბარს, პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა. შესაბამისად, საზოგადოება ამასთან დაკავშირებითაც თავის დასკვნებს გამოიტანს“,  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები