15 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
"მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია, გამოაქვეყნოს ამ მგზავრობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი" - ლევან ბეჟაშვილი

ოპოზიციამ დღეს ანზორ ჩუბინიძის სახელზე პრემიერის კერძო ვიზიტთან დაკავშირებით შეკითხვები გაგზავნა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ენმ-მ მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყება.

"პრემიერ მინისტრის მოგზაურობასთან დაკავშირებით, ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყება. ამავდროულად, მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი ამ მგზავრობასთან დაკავშირებული," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

"ამ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს დეკემბერში, ოქტომბერში არის შეფასება და აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ირაკლი ღარიბაშვილი იქნება თუ ირაკლი კობახიძე პრემიერი, და ყველამ ვიცით, რომ უნდა შევცალოთ ეს ხელისუფლება არჩევნების გზით, მე ვფიქრობ, პოლიტიკურად არის ეს ყველაფერი დასათვლელი," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები