15 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის თითოეული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა" - სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის თითოეული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზნით, სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება, რომელიც ევროპარლამენტის საშემოდგომო სესიის წინ ევროპელ კოლეგებთან შეხვედრებს მართვას.

არაერთი სკეპტიკოსის მიუხედავად, სტრასბურგში დღესაც ბევრი პოლიტიკოსია, რომლებიც თვლიან, რომ გასული წლის გადაწყვეტილება უსამართლო იყო და უსამართლობა იქნება თუ წელსაც დასჯიან ქვეყანას, რომელიც უკვე რამდენჯერმე დაისაჯა და დაიტანჯა რუსეთის აგრესიისგან.

"ქართული ოცნების" დეპუტატები ცდილობენ, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ სტრასბურგს და ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში არ დატოვონ სივრცე იმ სპეკულაციებისთვის, რომლებიც ხელს შეუშლის საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას.

საქართველოს ადგილი ევროპაშია. სხვა ალტერნატივა არ არსებობს - ასეთი განცხადებები ევროპის პოლიტიკურ ცენტრში დღესაც ისმოდა. ევროპელი დეპუტატების ნაწილი თვლის, რომ შემოდგომაზე თბილისმა ევროპიდან კონკრეტული შეთავაზება უნდა მიიღოს.

"სპეკულირებას არ დავიწყებ იმაზე, თუ რას გადაწყვეტს და რა სახის ენას გამოიყენებს რეკომენდაციებისთვის კომისია. ვერც სხვების განწყობებზე ვისაუბრებ. პარლამენტში ყველაზე დიდი შეშფოთება დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე, კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ არის. მე ყოველთვის მოვუწოდებ ქართველ კოლეგებს, იმუშაონ ამ მიმართულებით, დაარწმუნონ ევროპულ ქალაქებში ადამიანები, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია მდგრადად ვითარდება. პრეზიდენტის იმპიჩმენტი ნეგატიურ განწყობებს აჩენს პარლამენტსა და ბევრ ევროპულ წრეში. . ვფიქრობ ყველა ეს ინფორმაცია, აგენტების კანონი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, აჩენს დაბნეულობას იმაზე, თუ რეალურად რა ხდება საქართველოში. ეს ნამდვილად არ არის კარგი მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობს და მისი წევრობა სურს. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველ კოლეგებთან იყო მნიშვნელოვანი რეკომენდაციების იმპლემენტაციაზე მუშაობა. მე სრულად მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის ძლიერ მისწრაფებებს, რომ ევროკავშირს დაუახლოვდნენ. იმედი მაქვს, რომ ქართული პოლიტიკური ძალები პრიორიტეტად დასახავენ ამ საკითხს თავიანთ დღის წესრიგში. შესაძლებელია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს სურს მისცეს სტატუსი რომელიმე ასპირანტ ქვეყანას ნაადრევად. მოვლენათა განვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით", - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ესტონეთიდან სვენ მიქსერმა.

ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტების ჯგუფის წევრის კრისტიან ტერესის თქმით, "მნიშვნელოვანია სიგნალის გაგზავნა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროინტეგრაციას".

"მნიშვნელოვანია რომ საქართველომ და ქართველებმა იცოდნენ, მარტო არ არიან . თქვენი აქ გყავთ მხარდამჭერები, მათ შორის ვარ მეც. რთული იქნება სრული ევროპარლამენტისა და სხვა ევროპული ინსტიტუტების სახელით საუბარი. ჩემს პოლიტიკურ ჯგუფშიც კი განსხვავებული პოზიციებია. ჩემი და ჩემი კოლეგების ნაწილის პოზიცია მკაფიოა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. მნიშვნელოვანია სიგნალის გაგზავნა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროინტეგრაციას. თავად გადაწყვეტილება პოლიტიკურია, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ფაქტებზე დაფუძნებით უნდა იყოს მიღებული", - განაცხადა ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტების ჯგუფის წევრმა კრისტიან ტერესმა.

ევროპარლამენტარის რიჩარდ ჩარნეცკის თქმით, მათ შეცდომა დაუშვეს, როდესაც საქართველოს უფრო ადრე არ შესთავაზე კანდიდატის სტატუსი.

"აშკარაა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია, რადგან საქართველოს კულტურა ევროპული კულტურის ნაწილია. საქართველოს მემკვიდრეობა, ევროპის მემკვიდრეობის ნაწილია. საქართველო, ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა მსოფლიოში და უნდა განვიხილოთ გზამკვლევი საქართველოსთვის, მაგრამ უნდა გავგზავნოთ მკაფიო და ძლიერი გზავნილი ქართველი მეგობრებისთვის. თბილისი, გორი,მ სხვა ქალაქები თუ სოფლები, მათი ადგილი ერთიან ევროპაშია, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. შედარებული ვარ, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რაღა საქართველოს ჩვენს ერთიან ევროპულ ოჯახს შეუერთდეს. საქართველოს უნდა ჰქონდეს იგივე სტატუს, რაც უკრაინას და მოლდოვას უკვე აქვთ. მე ვფიქრობ, ჩვენ შეცდომა დავუშვით, როდესაც არ შევთავაზეთ სტატუსი საქართველოს უფრო ადრე. ეს შემოდგომა კარგი დროა, თბილისს ეს შეთავაზება მივცეთ. ახლა როდესაც რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკაში, ჩვენ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები უნდა შევთავაზოთ", - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

დღის ამბები