მოუწევს თუ არა პრეზიდენტს თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" ამბობს, რომ საჭიროა სამართლებრვი რეაგირება და მთავარია, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს ამ საკითხზე და გამოიტანოს საკუთარი სამართლებრივი ვერდიქტი.
"ქართული ოცნების" თვითმიზანი არ არის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი განხორციელდეს რეალურად. ჩვენი ვალი იყო, რომ ფორმალური პროცესი დაგვეწყო. რას გააკეთებს ოპოზიცია, ეს არის მათი საქმე. მე როგორც მესმის დილიდან გარკვეული შეთავაზებები აქვთ, რომ შევიდნენ პარლამენტიდან ან არ შევიდნენ; ან ალბათ მოიფიქრებენ რაიმე სპექტაკლის დადგმას. ეს კიდევ ერთხელ ანახებს, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპოზიცია არის ძალიან მერყევი და ერთმანეთში შეუთანხმებელი," - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.