15 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიული კონფერენციები სამეგრელო-ზემო სვანეთში დასრულდა

"ქართული ოცნება" დემოკრატიული საქართველოს პარტიული კონფერენციები სამეგრელო-ზემო სვანეთში დასრულდა. პარტიის ლიდერებმა დღეს კონფერენცია მარტვილსა და აბაშაში გამართეს, რომელზეც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებად მერები-თორნიკე ჯანაშია და გიგა გაბელაია აირჩიეს. ასევე აირჩიეს რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრები.

მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ასეთი შეხვედრა გამოიყენება იმისათვის, რომ პარტიის წევრებთან ჰქონდეთ გულახდილი საუბარი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

"ავირჩიეთ პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეები, ასევე ბიუროს წევრები. ყველა ასეთი შეხვედრა გამოიყენება იმისათვის, რომ გვქონდეს გულახდილი საუბარი პარტიის წევრებთან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარტიამ საარჩევნო მზადება დაიწყო და შეხვედრების დროს განიხილავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს თუ რა არის გასაკეთებელი კონკრეტულ ქალაქებსა და სოფლებში.

"ბიუროს წევრები იქნა არჩეული. რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავაგრძელებთ ასეთ შეხვედრებს. პარალელურად ვემზადებით საარჩევნოდ, მიმდინარეობს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კონკრეტულ ქალაქებსა და სოფლებში განსახორციელებელ პროექტებზე, გამოწვევებზე, თუ რა არის პრობლემა და რა არის გასაკეთებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები