დედაქალაქის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, აღნიშნულით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
"რაც შეეხება ბიუჯეტიდან ხარჯვას პირადი მიზნებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია და არანაირად გამართლებული არ არის. მით უმეტეს, საუბარია ადამიანზე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს, როგორც იკვეთება, თავისი პირადი მიზნებისთვის, პირადი გადაადგილებისთვის. ალბათ გამოძიება უნდა დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და მოიკვლიოს ყველა დეტალი, თუ რა ხდებოდა რეალურად," - განაცხადა კახა კალაძემ.