15 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
"ნაცმოძრაობა" ზურაბიშვილს თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, აგენტად, თუ არ დაუჭერენ მხარს იმპიჩმენტს, გამოდის თავის დროზე ატყუებდნენ სამ მილიონ ამომრჩეველს - ირაკლი კობახიძე

"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის დროს დარბაზში შესვლას არ აპირებს.

"ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ საჭიროა სამართლებრვი რეაგირება და მთავარია, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს ამ საკითხზე და გამოიტანოს საკუთარი სამართლებრივი ვერდიქტი. 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მოშლილია:

"როდესაც საკუთარი პარტიის წევრებსაც კი, პარლამენტარებს არ ენდობიან და ამბობენ, არავინ შევიდეთ სხდომათა დარბაზში, რომ იქ ვიღაცამ მხარი არ დაუჭიროს იმპიჩმენტსო, ერთმანეთსაც კი არ ენდობიან, ეს არის მათი დღევანდელი მდგომარეობა. ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მოშლილია.

ჩვენთვის მთავარია დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია. რაც შეეხება ოპოზიციის მხარდაჭერას, მათი სახე დავინახეთ, როგორიც არის. ერთი - ეს არის კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკური ძალა. ამის გამოხატულებაა ისიც, რომ მართალია, პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ არ აპირებენ იმპიჩმენტზე მხარდაჭერას. მეორე - ეს პოლიტიკური ძალა სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, აგენტად და დღეს თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტს, გამოდის, რომ თავის დროზე ისინი ატყუებდნენ სამ მილიონ ამომრჩეველს,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.



 

დღის ამბები