სლოვაკეთში, ბრატისლავის ცენტრში ექსპრემიერმა იგორ მატოვიჩმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კალინიაკმა იჩხუბეს. დაპირისპირება წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. ისინი დღეს სხვადასხვა პარტიებში იმყოფებიან.
ექსპრემიერი ყოფილ შინაგან მინისტრს ცუდი საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავებაში ადანაშაულებს. ყოფილი პრემიერი მთავრობის სასახლესთან ხმის გამაძლიერებლებით აღჭურვილი მანქანით მივიდა, რომელზეც პოსტერები იყო დამაგრებული წარწერებით - "ქვეყანას მაფიას არ ჩავაბარებთ".
ჩხუბი მაშინ დაიწყო, როდესაც კალინიაკმა ექსპრემიერისთვის მიკროფონის წართმევა სცადა, საპასუხოდ მატოვიჩმა მას ფეხი ჩაარტყა. შეხვედრა ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირების განსამუხტად ადგილზე პოლიცია მივიდა.