პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით არ აქვს პოზიტიური მოლოდინები, გამომდინარე იქიდან, რომ უმრავლესობას 100 ხმა არ აქვს.
თუმცა, მისივე თქმით, ის, ვინც იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, კონსტიტუციის დარღვევაში საქართველოს პრეზიდენტის თანამზრახველი იქნება:
"არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რადგანაც 100 ხმა ჩვენ არ გვაქვს უბრალოდ, თუმცა თუ ეს ჩემი განცხადება გაჭრის, იქნება ძალიან კარგი.
პრეზიდენტი, რომელიც არღვევს უხეშად და დემონსტრაციულად კონსტიტუციას - არ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, თუკი იმპიჩმენტს ვინმე მხარს არ დაუჭერს, უნდა იცოდეს წინასწარ, რომ კონსტიტუციის დარღვევაში საქართველოს პრეზიდენტის თანამზრახველია. ნაწილმა "ნაცებმა" კადრეს ამისი გახმოვანება, ჩემს რომელიმე თანაგუნდელს როგორ უნდა ვაკადრო კენჭისყრის წინ და ვუთხრა რომ - იცით რა, მე არ გენდობით ახლა თქვენ, ამას მხარი არ უნდა დაუჭიროთ და გამოდით ყველაო. იმ წუთას უნდა დავტოვო პარლამენტი და წავიდე სახლში. ნდობაც არ აქვთ ერთმანეთის. ეს მათი გენეტიკური კოდი და ხასიათია, ეს დნმ აქვთ მათ - უნდობლობა, შანტაჟი და გაუტანლობა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.