15 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
ნიშანდობლივია მათი განცხადებები, რომლებმაც თქვეს, რომ დარბაზში არ შევლენ - არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია რთულ მდგომარეობაში, რადგან თუ ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ გამოდის, რომ მათ კონკრეტული პოლიტიკური გეგმა ჰქონდათ. ხოლო იმ შემთხვევაში,  თუ არ დაუჭერენ მხარს გამოვა, რომ ისინი კონსტიტუციური პრინციპების დარღვევაზე თვალს ხუჭავენ.

თალაკვაძის თქმით, ნიშანდობლივია იმ ოპოზიციური პარტიების განცხადებებიც, რომლებმაც თქვეს, რომ კენჭისყრის დროს დარბაზში არ შევლენ.

"იმპიჩმენტს აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. ეს არის გზავნილი და ეს არის შეფასება, რომ კონსტიტუციის დარღვევას არანაირ საფუძველი, გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება კენჭისყრას, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო თავის შეფასებას დაუბრუნებს პარლამენტს.

ამ კუთხით, ოპოზიცია უკვე არის რთულ მდგომარეობაში, რადგან თუ დაუჭერენ მხარს იმპიჩმენტს, გამოდის, რომ მათ კონკრეტული გეგმა ჰქონდათ და აქვთ კონკრეტული პოლიტიკური გეგმა. თუ არ დაუჭერენ მხარს, გამოდის, რომ კონსტიტუციური პრინციპების დარღვევაზე ისინი თვალს ხუჭავენ. ნიშანდობლივია იმათი განცხადებებიც, რომლებმაც თქვეს, რომ დარბაზში არ შევლენ", - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები