15 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები და სპეკულაციები - თინა ბოკუჩავა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის დროს, "ნაციონალური მოძრაობა" დარბაზში საერთოდ არ შევა - გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

პარტიული შეკრების შემდეგ ითქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ ფრაქციის წევრებზე და არა პარტიის სიით პარლამენტში შესულ პოლიტიკოსებზე.

"პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ენმ-ს ფრაქცია პარლამენტში მონაწილეობას არ მიიღებს იმპიჩმენტის პროცესში იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები და ყოველგვარი სპეკულაციები. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია ენმ არ იქნება დარბაზში მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამ გადაწყვეტილებას და განმარტებას წინ უძღოდა ოპოზიციის ნაწილის ვარაუდი, რომ "ქართულ ოცნებას" იმპიჩმენტის პროცედურაში, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მხარდაჭერა ექნებოდა. დღევანდელმა განცხადებებმა ეს ვარაუდები ნაკლებად გააბათილა, პარტიაში არსებულ უნდობლობაზე კი მეტი კითხვა გააჩინა.

 

დღის ამბები