15 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
საქართველოშიც გატარდეს ანალოგიური, იდენტური ეკონომიკური და კომერციული სანქციები ფარცხალაძის შემთხვევაში - პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის და მისი გარემოცვის მიმართ სანქციები საქართველოშიც უნდა დაწესდეს. ცისკარიშვილის თქმით,  საქართველოში, როგორც შეერთებული შტატების გეოსტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, უნდა გატარდეს სარკისებური სანქციები. 

"ბატონი ფარცხალაძის დასანქცირება ეს არის ერთი ფიზიკური პირის მიმართ კონკრეტული ეკონომიკური და ფინანსური ღონისძიებების გატარება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს აქტი ასევე არის გზავნილი ყველა იმ მეწარმის თუ ბიზნესმენის მიმართ, რომელიც ფარცხალაძისნაირად ჩართულია კომერციულ საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთისთვის, კრემლის რეჟიმისთვის სანქციების გვერდის არიდებას.

გატარდეს ანალოგიური, იდენტური ეკონომიკური და კომერციული სანქციები ფარცხალაძის შემთხვევაში, დაუყადაღდეს ქონება, შეეზღუდოს საბანკო ანგარიშებზე წვდომა. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ თუ ვართ და ასეც არის დღემდე, შეერთებული შტატების გეოსტრატეგიული პარტნიორები, მაშინ უნდა გატარდეს სარკისებური სანქციები აქაც, საქართველოშიც," - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კი  მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს გამოძიება, რა ჯგუფთან ერთად მოქმედებდა ფარცხალაძე.

"როცა გავლენის მოხდენაზეა საუბარი, მარტოხელა ჯაშუში ამას ვერ გააკეთებს. აქ არის საუბარი ქსელზე, მთელ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და ჩვენ ვიცით, ფარცხალაძის გუნდის გავლენა დღესაც ვრცელდება პროკურატურაზე და პროკურატურის კადრებს წარმოადგენენ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ადამიანები, იზოლაცია უნდა მოხდეს დაუყოვნებლივი ამ ადამიანების," - აცხადებს პაატა მანჯაგალაძე.

 

 

 

დღის ამბები