15 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ სანქციებში მოხვდა რუსეთის კონტექსტში, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ და იმოქმედონ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც სანქციებში მოხვდა რუსეთის კონტექსტში. მისი თქმით, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს სახელმწიფო სტრუქტურებთან, ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს და ის კერძო პირია. 

"ოთარ ფარცხალაძეს უკვე ათი წელია არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე, ის სანქციებში მოხვედრილია როგორც კერძო პირი. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ სანქციებში მოხვდა რუსეთის კონტექსტში. ამიტომ მნიშვნელოვანია, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ და შესაბამისად იმოქმედონ.

არის ბევრი აქტორი, რომელიც ცდილობს, რომ გავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და ეს არ არის მხოლოდ რუსეთი. ვხედავთ, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით არის მცდელობა, ზეწოლა გავლენის მოხდენისა საქართველოზე. ხედავთ, სააკაშვილის თემაზეც რამხელა ჯგუფებია ჩართული, რათა გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე. საქართველოზე ასეთი გავლენების მოხდენას, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯგუფი თუ სახელმწიფოები ცდილობენ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.  

დღის ამბები