პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან დიდი ხანია არანაირი კავშირი არ აქვს.
მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები საკითხთან დაკავშირებით მოიკვლევენ დამატებით ინფორმაციას.
"ეს არ არის ადამიანი, რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებულია რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურასთან უკვე 10 თუ 11 წელია. შესაბამისმა სტრუქტურებმა რასაკვირველია, უნდა შეისწავლოს და როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს ანგარიშშია ნათქვამი, ეს სტრუქტურები, რომლების სანქციებზე მუშაობს ზოგადად საქართველოში, არის გამართული, აწყობილი და ნდობით აღჭურვილი," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.