საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი გეგმა იქნება იმ დონის, რასაც პარტნიორები საქართველოსგან მოელიან.
მისი თქმით, შესაძლოა ზოგიერთი საკითხი იყოს საკამათო, მაგრამ ეს ნორმალურია.
"კანონის ისეთი, როგორიც მოწონებულ იქნა უკრაინაში, არ შეიძლება გამოდგეს საქართველოსთვის. აქ არის მრავალმხრივი თემა, რომელიც ეხება საგადასახადო პოლიტიკას, რომელიც ეხება კონკურენციის კანონს და აქ არსებულ სიტუაციას და საერთოდ, ინტერესთა დაპირისპირებას, ინტერესთან დამთხვევას. ვფიქრობ, ამ საკითხებთან მიმართებაში კომპლექსური წინადადება წარმოდგენილი იქნება, შეიძლება გარკვეული საკითხები იყოს საკამათო და ეს ნორმალურია, მაგრამ იქნება იმ დონის, რასაც ჩვენგან მოითხოვენ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.