15 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, ევროკომისიასთან კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით შემუშავდა - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გაცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, ევროკომისიასთან კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით შემუშავდა.

შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ სამოქმედო გეგმა ევროკავშირის მხრიდან დადებითად იქნება აღქმული.

"დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. ეს გეგმა შემუშავდა ევროკომისიასთან კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით და დარწმუნებული ვარ, რომ მათგან დადებითად იქნება აღქმული. მათში არის საკითხები, რომელსაც პარლამენტი საკანონმდებლო რეგულაციის მხრივ მოაწესრიგებს, ასე რომ, ყველანაირად მზად ვართ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები