15 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
"საქართველოს მოქალაქეს, რომელიც 10 წელია არ მუშაობს საჯარო სექტორში, არსად არ ჩნდება და ა.შ. განსხვავებით კეზერაშვილისგან, ასეთ პიროვნებას ასანქცირებენ" - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, აშშ-ს მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამას თავისი პოლიტიკური მიზანი აქვს.

"სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთის სამ მოქალაქეს, მათ შორის ბიზნესმენებიც იყვნენ, მოუხსნა ამერიკამ სანქციები და ახლა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არანაირ ოპერირებაში არ არის საჯარო სექტორში, 10 წელია არ მუშაობს საჯარო სექტორში, არსად არ ჩნდება და ა.შ. განსხვავებით კეზერაშვილისგან, ასეთ პიროვნებას ასანქცირებენ. აქ ბუნებრივია, პოლიტიკური მიზანი ადვილად წასაკითხია, რაც, სხვათა შორის, ძალიან სწრაფად და მყისიერად გაშიფრა აქაურმა ომის პარტიამ, "ნაცმოძრაობამ", რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ დიახ, ეს არის გზავნილი ამერიკიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ გლობალური ომის პარტია ვერ პატიობს იმას, რომ მეორე ფრონტი აქ არ გაიხსნა და ახლა უნდა, რომ ნებისმიერი გზით რაიმე არეულობა და რევოლუცია გამოიწვიოს და ასე შეცვალოს ხელისუფლება. მათ შორის ეს არის საქართველოს მოქალაქის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების პოლიტიკური მიზანი," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები