თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მაგრამ საქართველო აქამდეც იმსახურებდა სტატუსის მინიჭებას, რომ არა უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
კალაძე იმედოვნებს, რომ ამჯერად გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება და საქართველო მიიღებს დამსახურებულ სტატუსს.
"საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და იმასაც ვიტყვი, რომ აქამდეც იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს, იმიტომ, რომ იმ კრიტერიუმებით და შეფასებებით, რომლითაც სხვა ქვეყნებს მიანიჭეს აღნიშნული სტატუსი და საქართველოს - არა, ვინც რეალურად იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ ყველა კომპონენტში წინ ვართ, რეფორმების თვალსაზრისით, ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით, მაგრამ იყო პოლიტიკური, არასამართლიანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მე, მინდა მჯეროდეს, რომ ამ შემთხვევაში იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული და კიდევ არ იქნება მსგავსი მცდელობა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კიდევ დაჩაგრონ", - განაცხადა კახა კალაძემ.