15 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
თუ საჭირო იქნება, ჩვენ შეგვიძლია, დავშორდეთ ევროკავშირს - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანკარას შეუძლია, ევროკავშირს დაშორდეს. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდორანმა მედიასთან აშშ-ში გამგზავრებამდე საუბრისას განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ევროკავშირი თურქეთისგან დისტანცირებას ცდილობს.

"ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებას ამ მოვლენების გათვალისწინებით. ამ შეფასებების შემდეგ, თუ საჭირო იქნება, ჩვენ შეგვიძლია, დავშორდეთ ევროკავშირს," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

დღის ამბები