მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა პარტნიორებისთვის მისაღები იქნება, რადგან დოკუმენტში ყველა საჭირო რეკომენდაცია გათვალისწინებულია.
"ქართულ ოცნებაში" ევროკომისიის სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვთ და ამბობენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
"დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა შესაბამისი სტრატეგია, რომელიც ბატონი ბორელის საქართველოში ვიზიტის დროს გარკვეულწილად დაიგეგმა. შემდეგ კვირაში პარტიის თავმჯდომარე საზოგადოებას დეტალურად გააცნობს თუ რას გულისხმობს ეს ახალი მიდგომა, რომელიც პერსონალიების გამორიცხვის და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით იქნება შემუშავებული," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილმა.