NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში გრძელვადიანი ომია მოსალოდნელი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, უდავოა, რომ საბოლოოდ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება.
"ომების უმეტესობა მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება. ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი დადებენ იარაღს, ჩვენ მშვიდობა გვექნება," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.