15 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ოფიციალური დელეგაციით ჩინეთში იმყოფებოდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოფიციალური დელეგაციით ჩინეთში, კერძოდ გუიჯოუს პროვინციაში იმყოფებოდა. იმერეთის მხარის გუბერნატორი, გუიჯოუს პროვინციის გუბერნატორს ლი პინგძიუნის, მის მოადგილეს ცაი ჩაოლინის, პროვინციის საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორს თაო ფინგშენგის და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ითვალისწინებს ორ რეგიონს შორის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებასა და გაძლიერებას. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად განახორციელებენ გაცვლით პროგრამებს ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და სხვა მნიშვნელოვან სფეროში, რომელიც ხელს შეუწყოს საერთო კეთილდღეობას.

ვიზიტის ფარგლებში, ზვიად შალამბერიძე დაესწრო ალკოჰოლური სასმელების გამოფენას, სადაც იმერული ღვინოები პირველად იყო წარმოდგენილი. ასევე, ესტუმრა ადგილობრივ სამშენებლო კომპანიას, რომელიც საქართველოში ავტობანის მშენებლობას ახორციელებს. ქართული დელეგაცია, გუიანგის სამედიცინო უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა, სადაც ქუთაისის უნივერსიტეტებთან სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

დღის ამბები