დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესაცვლელად - მეორე დღეა სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეფასებების თემაა. "ნაციონალური მოძრაობა" სუსის ინფორმაციას არ ენდობა.
„ის, რომ ფარცხალაძის სანქცირების პარალელურად გამოაგდეს ეს თემა ამას საზოგადოება აღარ შეჭამს და ნუ აქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ ასე მარტივად საზოგადოება მიიღებს ამ ტყუილებს, რომელსაც უკვე 11 წელია კვებავს რუსული პარტია. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ამიტომ თუ ვინმეს ამ ქვეყნის გადატრიალება უნდა და დაატრიალეს უკვე, ანტიკონსტიტუციურია ის ქმედება, რასაც აკეთებენ. კონსტიტუციას თუ ვინმე არღვევს არის ეს ადამიანი. ეშინიათ, რომ ხალხი საკადრის პასუხს გასცემს? - სწორად ეშინიათ,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში.
„ჩვენს გუნდს ნამდვილად არ გაუკვირდება, რომ ერთი მხრივ მერაბიშვილები, აი როგორც 20 ივნისს დადასტურდა, აწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. მერაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რისი მკადრებელია და რომ ყველაფრის მკადრებელია, ეს ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად ვიცით. ნუ გვაშანტაჟებენ და ნუ გვაშინებენ, 10 წელია გასული და დადონ ფაქტები,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური.
ცნობისთვის, სუსის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს.
აცხადებს: ანა ბუავა