"ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ევროკომისიის მხრიდან იყო რეკომენდებული - ჩავარდება.
როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, გადაწყვეტილება ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს. მისი თქმით, სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე გაგრძელდება.
"ჩვენ მოვუსმინეთ ბორელს, ასევე სხვა თანამდებობის პირებს, მათ შორის, ბატონ კოფმანს, რომელიც შესაბამის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ევროკომისიაში. სწორედ ამ კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ შესაბამის გადაწყვეტილება. გაგრძელდება მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე. ეს პროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, იქიდან დაველოდებით დასკვნას. რეკომენდაცია იყო ის, რომ ჩვენ არ უნდა მიგვეღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა პერსონალიზებულ მიდგომებს და ჩვენ, ასევე მოვუწოდეთ ევროკომისიას, რომ მათაც უარი თქვან პერსონალიზებულ მიდგომაზე.ასეთი პერსონალიზებული მიდგომით იყენებდა ბოროტად ამ ჩანაწერს, როგორც ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, ასევე კონკრეტული ევროპარლამენტარები აკეთებდნენ ამას და სხვა უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც დაკავშირებულები არიან რადიკალურ ოპოზიციასთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.