არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენოს, საქართველო არ იყიდება, ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს - ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ყველა კანონის ფარგლებში მიიღებს შესაბამის პასუხს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე საუბრისას განუცხადა.
„ძალიან ბევრია ცხადი, ჩვენ პირდაპირ განცხადებებს ვისმენთ აღნიშნულთან დაკავშირებით, პირდაპირ ქმედებებსაც ვაკვირდებოდით, ყოველთვის არის იმის მცდელობა, რომ ქვეყანაში დაძაბულობა და არეულობა შემოიტანონ.
დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის არ არის მისაღები, იმიტომ, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დათმობს და გაატარებს სხვა კონკრეტული ქვეყნის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე.
არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს „საზარბაზნე ხორცად“, საქართველო არ იყიდება, ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს, ვინც არ უნდა იყოს ეს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, თუ ასე შემდეგ. საქართველო არ და ვერ გაიყიდება.
მეორე დღეა, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქილიკი და დისკრედიტაციის მცდელობა იმ უწყების მისამართით, ვინც აღნიშნულზე განცხადებები გააკეთა. ეს მიზანმიმართულად ხდება, ცდილობენ გააუფერულონ აღნიშნული განცხადება, ისევ მოგვევლინებიან ხოლმე, რომ ასეთ რამეს „როგორ იკადრებენ და გაბედავენ". ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ყველა კანონის ფარგლებში მიიღებს შესაბამის პასუხს. როდესაც ამ ადამიანებზე ვსაუბრობთ, გაიხსნეთ მათი წარსული, ვინ არიან ეს ადამიანები. ადამიანი, როდესაც პოლიტიკაში ხარ და ასეთ რაღაცას იკადრებ... დავიწყოთ ოჯახების გაუბედურება, რა ხდებოდა ციხეებში, ბიზნესის მიმართ რა ხდებოდა, ციხეებში პატიმრების დამცირება მიმდინარეობდა, მანქანებზე გადასკოჩილებს აუპატიურებდნენ. როდესაც ამას კადრულობ და ამის გამკეთებელი ხარ, ცხადია, ყველაფერზე წამსვლელი ხარ. ღირსეული ადამიანი და პოლიტიკოსი რომ იყო, ამას არ აკადრებდი არც ქვეყანას და არც მოსახლეობას. დღეს ისინი იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებიან, სადაც დღეს ჩვენი მოსახლეობამ მიუსაჯა, თუ ვინმე გაბედავს, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, თუ ვინმე გაბედავს არეულობის და რევოლუციის მოწყობას, ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან“,- აღნიშნა კალაძემ.