15 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რათა ასეთი პროვოკაციები და სცენარი თავიდან იყოს აცილებული - კობახიძე სუსის განცხადებაზე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, უკიდურესად შემაშფოთებელია იმ გეგმების შინაარსი, რის შესახებაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.  

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ძალიან შემაშფოთებელია. ზოგადი გეგმების შესახებ, ბუნებრივია, ისედაც ვიყავით ინფორმირებული ყველა, რადგან ისინი საჯაროდ აკეთებდნენ ხოლმე განცხადებებს რევოლუციურ გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ფორმა, შინაარსი იმ გეგმებისა, რომლებიც იქნა გაშლილი სუს-ის ბრიფინგში, არის უკიდურესად შემაშფოთებელი. 

საუბარი იყო უმძიმეს პროვოკაციებზე, მათ შორის ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა საქმე – აფეთქება, იარაღის გამოყენება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რათა ასეთი პროვოკაციები და სცენარი თავიდან იყოს აცილებული," - ამბობს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები