ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე მომზადებულ დასკვნას საქართველოს პრეზიდენტი ხელს, სავარაუდოდ, დღეს მოაწერს. დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, დღის ბოლოს გადაუგზავნა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გაუქმება შექმნილ ვითარებაში "მიზანშეწონილია". ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი სხვა ქვეყნის, კერძოდ კი რუსეთის მოქალაქეობის მიღება ხდება.
„რაკი მათ მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნა შეადგინეს და ამ დასკვნას თქვენ იცით, რომ შერეული კომისია ადგენს, რომელიც მხოლოდ იუსტიციელებისგან არ შედგება, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ შედგა მსჯელობა და სახეზე იყო ის დოკუმენტები, რომლებიც ასაბუთებდა, რომ პირი არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჩვენი კანონმდებლობის დარღვევით და სახეზე იყო შეწყეტის საფუძველი. ეს გადაეგზავნა პრეზიდენტს. პრეზიდენტი მოაწერს ხელს თუ არა - ეს მისი დისკრეციაა და თუ შეწყდება მოქალაქეობა შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ საერთაშორისო წესები გავრცელდეს საქართველოს არამოქალაქეზე.
ეროვნული ბანკი ყოველთვის ვალდებულია, რომ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და არამც თუ კანონმდებლობა, არამედ ამ კანონმდებლობაში ყველაზე მთავარი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაა.
როდესაც ხელმძღვანელი, ქალბატონი ნათია ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ აღმოჩნდა ესა თუ ის გადადგმული ნაბიჯი და ხდება ამის გამოსწორება, ეს სწორია და ასე უნდა იყოს.
ჩემი მხრივ, დავძენ იმას, რომ ჩვენს სახელმწიფოს უწევდა ტერორისტების საერთაშორისო სანქციების სიაში შეყვანილი პირების ეროვნულ სიაში ჩასმა და დასანქცირება. ამას ჩვენ ვაკეთებდით, მაგრამ ამას ვაკეთებდით მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს წესით,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი ამბობს, რომ ბრძანება არა ფარცხალაძისთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეების დასაცავად და სასარგებლოდ გამოიცა.
„ოპოზიცია რეზიდენტს ეძახდა სალომე ზურაბიშვილს, როცა ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტად და მერე მართლა გახდა რეზიდენტი, ახლა გახდა პრეზიდენტი ოპოზიციისთვის. ეს არის მთელი მათი ანატომია.
ის, რომ მოქალაქეობა ჩამოერთმევა, დიდი ალბათობით იმიტომ, რომ იუსტიციამ გააგზავნა და პრეზიდენტი ამაზე თანხმობას აცხადებს, ნიშნავს იმას, რომ მასზე ეს დაბლოკბა არ გავრცელდება, გარცელდება სანქციები, რაც იმას ნიშანვს, რომ ეროცნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება გამოცემულია საქართველოს მოქალაქეების დასაცავად და სასარგებლოდ.
მე კიდევ ერთხელ სინანულს გამოვთქვამ, რომ ეოვნული ბანკის საბჭოს წევრებს არ აღმოაჩნდათ ელემენტარული პრინციპი ასეთ მაღალ თანამდებობაზე და უარი თქვეს საკუთარი სამშობლოს, მოქალაქეების დაცვაზე,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.