პარლამენტის პლენარულ სხდომა კვლავ ხმაურია. მანდატურებმა ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. მანამდე სამნიძესა და მდინარაძეს შორის ხმამაღალ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირების თემა კვლავ ოთარ ფარცხალაძისა და ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მდინარაძე მას აგენტს უწოდებდა.
"იმის გამო, რომ ოპოზიცია შეკითხვებს სვავს ბატონი სპიკერი მიკროფონს რთავს. არის ტაში, სიცილი და პირადად მომართვა, რომ ვარ აგენტი. მივედი მდინარაძესთან, რომელიც იმასაც ვერ ბედავს, ახსნას რასაც იძახის და მანდატურების იმედად არის.
მოქალაქეობის ჩამორთმევა წინასწარ იყო დაგეგმილი "ქართული ოცნების" მხრიდან. ისედაც, ამდენი ხანია რუსეთის მოქალაქეა ადამიანი და მას არ უნდა ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა. იმ დროს, როდესაც აქ ხელჩართული, ფიზიკური დაპირისპირება იყო "ქართული ოცნების" მხრიდან, მეორე მხრივ "ქართული ოცნება" აკეთებდა ყველაფერს, რომ ამ ადამიანს ქონება გადაეფორმებინა საკუთარი შილისთვის", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.