15 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
ამას იკვლევს შესაბამისი უწყება, ჰაერზე ხომ არ ხდება ვიღაცას მოქალაქეობა შეუწყვიტოს, ვიღაცას მიანიჭოს - კახა კალაძე

ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე მომზადებულ დასკვნას საქართველოს პრეზიდენტი ხელს, სავარაუდოდ, დღეს მოაწერს.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საკითხს შესაბამისი უწყება იკვლევს და გადაწყვეტილება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იქნება მიღებული.

"ამას იკვლევს შესაბამისი უწყება, ჰაერზე ხომ არ ხდება ვიღაცას მოქალაქეობა შეუწყვიტოს, ვიღაცას მიანიჭოს. ამას იკვლევს შესაბამისი უწყება და ის ანალიზი, რომელიც გაკეთდა. პირველივე დღეებში გამოვიდა შესაბამისი უწყება და თქვა, რომ დაწყებულია მოკვლევა. ამ მოკვლევის ფარგლებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, როგორც საჭიროა კანონის, კონსტიტუციის ფარგლებში," - აცხადებს კახა კალაძე.

ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, დღის ბოლოს გადაუგზავნა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გაუქმება შექმნილ ვითარებაში "მიზანშეწონილია".

ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი სხვა ქვეყნის, კერძოდ კი რუსეთის მოქალაქეობის მიღება ხდება.

დღის ამბები