20 სექტემბერი 2024,   04:57
ვრცლად
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - მონაწილეები, ამ დროისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - ამ დროისთვის, მონაწილეები პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან არიან.

აქციაზე შეკრებილებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის კითხვებს სვამენ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ამასთან, ითხოვენ ოთარ ფარცხალაძის დაკავებას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა.

შენობის ყველა შესავლელთან სამართალდამცველები იმყოფებიან.

„გვინდა, რომ გავაგონოთ პროტესტი აქ მოსულ „ქართული ოცნების“ დეპუტატეტბს, მინისტრებს, მთავრობის წარმომადგენლებს, რომ დიახ ეს არის უდიდესი დანაშაული და სირცხვილი, როდესაც შენ გაცხადებულ „ეფ-ეს-ბეს“ აგენტს არ აკავებ,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.

დღის ამბები