15 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
მაინტერესებს, როდესაც გვესაუბრებით, რომ კლიმატური ცვლილებების ბრალია ეს ტრაგედია და ასეთი ტრაგედიები კიდევ იქნება, რის გაკეთებთ აპირებთ მომავალში - სალომე სამადაშვილი ვახტანგ გომელაურს

უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? -, ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრს ინტერპელაციის წესით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით უსმენენ.

"უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? მე მაინტერესებს, როდესაც გვესაუბრებით რომ კლიმატური ცვლილებების ბრალია ეს ტრაგედია და ასეთი ტრაგედიები კიდევ იქნება, რის გაკეთებთ აპირებთ მომავალში და რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, რომ ჩვენ დანაწევრებული ბავშვები, ცოცხლად დამარხული არ ამოგვყავდეს მიწიდან? რისი გაკეთება შეიძლებოდა, ამას უნდა გვიყვებოდეთ ჩვენ აქ, საკუთარ თავს კი არ უნდა ულოცავდეთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები