15 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
რა ხდებოდა დღეს საკრებულოს სხდომაზე და რის გამო დაიწყო დაპირისპირება დეპუტატებს შორის 

საკრებულოს სხდომაზე გასულ საპარლამენტო არჩევნებზე კამათის დროს, დეპუტატმა დეპუტატს დროშა ესროლა. სიტყვიერი დაპირისპირებას მალე ჩხუბში გადაიზარდა.

დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, საკრებულოს სხდომა შეწყდა. მომხდარზე განმარტებები ახლა უკვე სხდომათა დარბაზის გარეთ მედიასთან გაკეთდა. იყო ურთიერთბრალდებებიც და იყო ბოდიშიც.

კიდევ ერთი დაპირისპირება კონსტანტინე ზარნაძის განცხადებას მოჰყვა. ”ქართული ოცნების” წევრმა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. განმარტა, რომ ავტომობილით გადაადგილების დროს მას ახალგაზრდები აგინებდნენ. მანქანას კი, შეურაცხმყოფელი სიტყვების შემცველი სტიკერები მიაკრეს. ფაქტი უარყვეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა.

საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხი გახდა. ოპოზიცია უმრავლესობას ყოფილი გენერალური პროკურორის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებდა. ოცნების წევრები კი, ოპონენტებს დანაშაულებრივ წარსულს ახსენებდნენ.

სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. გიორგი ტყემელაძის განცხადებით ოპოზიციის გეგმა დესტაბილიზაციის სურათის შექმნაა.

ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.

დღის ამბები