15 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
მამუკა მდინარაძე - კარგად გარუჯულმა ვაშაძემ, რომელსაც ფეხი არ ჩაუდგამს, განაცხადა, ვინმე შოვში ჩასულიყოო, ბოკუჩავამ კი თქვა, ვიყავით, მაგრამ კამერების გარეშეო - „ნაცი“ კამერების გარეშე...!

ადამიანები რომ ნაწილ-ნაწილ ამოჰყავდათ მაშველებს, ფრაგმენტ-ფრაგმენტ, ორი - სამი საათის განმავლობაში მათი გადარჩენა შეიძლებოდაო ადამიანი რომ გეტყვის, იმ ადამიანს რა უნდა დაარქვა, არ ვიცი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, „როცა ყველა ლოგიკა გეუბნება, რომ 2-5 წუთში იქ ყველაფერი, საუბედუროდ, დამთავრებული იყო და 2-3 საათში ვიღაც უნდა გადაგერჩინათო, ამას ჰქვია მავნებლობა და ფსიქოლოგიური ტერორი“.

„ადამიანების სიცოცხლე თქვენს მთავრობას არაფრად მიაჩნიაო - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა. კარგად გარუჯულმა ვაშაძემ განაცხადა, ვინმე ჩასულიყო იქო, რომელსაც ფეხი არ ჩაუდგამს. მერე თინა ბოკუჩავამ თქვა, ვიყავით, მაგრამ კამერების გარეშეო, „ნაცი“ კამერების გარეშე, რაჭაში... როცა ფიზიკურად შეეძლოთ, ნაკადრები აქვთ, ახლა ფსიქოლოგიური ტერორის ეს ფორმა აქვთ არჩეული. წინასწარი გაფრთხილების სისტემაზე რომ ლაპარაკობენ, იცით რაშია საქმე? რაც დახვდათ ისიც მოშალეს, ჯერ რა უნდა დახვედროდათ, მაგრამ ისიც მოშალეს.

ნაწილ-ნაწილ რომ ადამიანები ამოჰყავდათ მაშველებს, ფრაგმენტ-ფრაგმენტ, ორი - სამი საათის განმავლობაში მათი გადარჩენა შეიძლებოდაო ადამიანი რომ გეტყვის, იმ ადამიანს რა უნდა დაარქვა, არ ვიცი. როცა ყველა ლოგიკა გეუბნება, 2, 3, 5 წუთში ყველაფერი იქ, საუბედუროდ, დამთავრებული იყო და 2-3 საათში ვიღაც უნდა გადაგერჩინათო, ამას ჰქვია იმ დონის მავნებლობა და იმ დონის ფსიქოლოგიური ტერორი, რომ არ უნდა აკადრო საკუთარ თავს, საზოგადოებას. ადამიანურობის რაღაც დონე ხომ შეიძლება შერჩენილი ჰქონდეთ?! რაღაცას იტყვიან და ვიღაცას ხომ სჯერა. იმ ვიღაცაზე მუშაობენ, აჭერენ ტვინში წიხლს. სანამ შეეძლოთ აჭერდნენ სხეულზე, მორალზე, ღირსებაზე და დღეს ტვინში, ეს დარჩათ და იქ აჭერენ წიხლს“, - განაცხადა მდინარაძემ

დღის ამბები