15 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
ძალადობა და საზოგადოდ ურთიერთობის ასეთი ფორმები, კატეგორიულად მიუღებელია - მიხეილ სარჯველაძე გლდანში მომხდარ ინციდენტზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, გლდანში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველანაირი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია.

სარჯველაძის თქმით, ის ემიჯნება ძალადობრივ ფაქტებს და მომხდარს შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ, რის შემდეგაც დასკვნების გამოტანა გახდება შესაძლებელი.

"ძალადობა და საზოგადოდ ურთიერთობის ასეთი ფორმები კატეგორიულად მიუღებელია და ხელისუფლების სახელით, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეს არის ის, რაც ყველაზე მაკლებად სჭირდება საზოგადოებას. მინდა გავემიჯნო ძალადობრივ აქტებს, ძალადობას საზოგადოდ და კონკრეტულად რა მოხდა, ვინ რა დააშავა და როგორ, ამაზე შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან და ყველაფერს გაარკვევენ. შესაბამისად, ამის შემდეგ გვენუკვება დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა", - განაცხადა სარჯველაძემ .

ცნობისთის, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დღის ამბები