15 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
84 დაკავებული და 40-ზე მეტი დაშავებული - სომხეთის დედაქალაქში, მესამე დღეა ვითარება უკიდურესად დაძაბულია

84 დაკავებული და 40-ზე მეტი დაშავებული. სომხეთის დედაქალაქში, მესამე დღეა ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სამართალდამცველებმა, თავისუფლება სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილს რობერტ ქოჩარიანსაც აღუკვეთეს. მიზეზი ძალოვან უწყებას ჯერჯერობით არ დაუსახელებია.

სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება, ერევნის ცენტრში, ყოველდღიურ მოვლენად იქცა. სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს, აქციის მონაწილეები ბოთლებს და ქვებს ესვრიან. საპასუხო არსენალი - ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტებია. უცვლელია დემონსტრანტების მოთხოვნა - ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომა.

ადგილობრივებისთვის ნიკოლ ფაშინიანი მოღალატეა. ანალოგიური შეხედულება აქვთ სომხეთის მთავრობის ოპონენტებსაც. ისინი დანებებას არ აპირებენ და უკვე დროებით მთავრობასაც აკომპლექტებენ, რომელმაც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს და ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანოს.

ფაშინიანი გადადგომას არ ჩქარობს. მეტიც, სომხეთის პრემიერ - მინისტრი ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე საუბრობს, რომლის მთავარი შემადგენელი კომპონენტი, მისი თქმით - მშვიდობაა.

სომხეთის მოსახლეობის უკმაყოფილება, ყარაბაღის კონფლიქტის შედეგებმა გამოიწვია. ადგილობრივები მთავრობას სადავო ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაბარებაში სდებენ ბრალს. ასევე, მათი თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, არ გადადგა ეფექტური ნაბიჯები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ნიკოლ ფაშინიანი კი ამბობს, რომ ევაკუაცია მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყარაბაღის მოსახლეობა საკუთარ სახლებში შესვლას ვერ მოახერხებს.

დღის ამბები