15 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
"ქართული ოცნება" ოპოზიციას შოვის ტრაგედიაზე ქულების დაწერაში ადანაშაულებს და ნაციონალურ მოძრაობას ნეონაცისტებს ადარებს- რა დეტალებზე ისაუბრა შს მინისტრმა დღეს პარლამენტში

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლის ძირითადი ნაწილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მისი თქმით, გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დაუთმო. პირველი რაზეც ყურადღება გაამხვილა იყო ის, რომ სამაშველო ოპერაცია არ დაგვიანებულა. ვახტანგ გომელაურმა კონკრეტული ფაქტები მოიყვანა რომლებიც მისი თქმით, ოპონენტებს ტყუილში ამხელს.

მინისტრის პასუხები ინტერპელაციის კითხვის ავტორებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ვახტანგ გომელაურისგან ითხოვდა კონკრეტულ პასუხს რატომ ტქვა უარი სამინისტრომ სამაშველო ვერტმფრენების ყიდვაზე და ასევე რატომ შეჩერდა სამაშველო სამუშაოები ღამის საათებში.

კიდევ ერთი სიტყვიერი შელაპარაკება გიორგი ვაშაძის გამოსვლას მოჰყვა. სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარეს დარბაზიდან პოპულისტი უწოდეს.

საპარლამენტო პარტიების ნაწილი პრობლემას არა კონკრეტული მინისტრის პასუხისმგებლობაში არამედ სისტემურ მიდგომაში ხედავს. ოპოზიციის ნაწილმა შინაგან საქმეთა მინისტრს გადადგომისკენ საპარლამენტო ტრიბუნიდან მოუწოდა.

პოლიტიკური გამოსვლები ”ქართული ოცნების” ლიდერების შეჯამებით დასრულდა. მმართველმა პარტიამ ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეგნებულად შეყვანაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარემ ოპოზიცის ნაწილი დღეს ნეო ნაცისტებს შეადარა. 

პარლამენტში გამოსვლის დროს შინაგან სამქეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე მაშველების მიმართ. ვახტანგ გომელაურის განცხადებით სამინისტრო ყოველთვის უზრუნველყოფს მათ სოციალურ პირობებს.


დღის ამბები