15 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
სრული აბსურდი და სიცრუეა, თითქოს მოქალაქეობის ჩამორთმევით რაიმე სახით ეზღუდება საქართველოს ფარცხალაძის დევნა - გიგა ბოკერია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, არ შეუწყვიტოს აშშ-სგან დასანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წევრების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. მმართველი გუნდის ოპონენტები პრეზიდენტისგან ახსნა განმარტებას ითხოვენ.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტის არგუმენტი აბსურდულია, რადგან არ არსებობს კანონი, რომელიც თუნდაც არა საქართველოს მოქალაქეს ათავისუფლებდეს პასუხისმგებლობისგან იმ დანაშაულებზე, რომელიც საქართველოში ჩაიდინა.

"სრული აბსურდი და სიცრუეა, თითქოს მოქალაქეობის ჩამორთმევით რაიმე სახით ეზღუდება საქართველოს ფარცხალაძის დევნა, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობდა, ან მძიმე დანაშაულს ჩადიოდა, ან ნებისმიერ დანაშაულს ჩადიოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. საიდან მოიტანეს ეს აბსურდი, წარმოდგენა არა მაქვს. არის მავნებლობა მორიგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები