15 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
"მას ალბათ დამატებითი არგუმენტაცია ექნება" - ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ

"რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გადაწყვეტილება", - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც აშშ-სგან დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ ჩამოართვა. ხატია დეკანოიძე პრეზიდენტისგან დამატებით განმარტებას ელის.

"რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის პირადად, ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა, რადგან საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, მათ შორის, სხვა ქვეყნის მოქალაქეების გასამართლებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ზუსტად იმ მუხლით, რა მუხლითაც აუცილებელია ფარცხალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. აუცილებელი იყო საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა. ვნახოთ, დაველოდებით საქართველოს პრეზიდენტის განმარტებას კიდევ უფრო, მას ალბათ დამატებითი არგუმენტაცია ექნება,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები