თბილისის საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, მას თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოგვიანებით, ადგილზე მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის სხვა წევრები, მათ გამოჩენას კი ჩხუბი მოჰყვა. გლდანში მომხდარ ინციდენტს, წინ უძღოდა საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება.
ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ საათების მანძილზე არ აძლევდნენ დაკავებულებს შესაძლებლობას, რომ ადვოკატთან ჰქონოდათ კომუნიკაცია.
"მთელი ეს პერიოდი ყავდათ სამმართველოში და არ აძლევდნენ საშუალებას, ჰქონოდათ კონტაქტი ადვოკატებთან. ეს ყველაფერი ხდება საკრებულოში პოლიტიკური დებატის გამწვავების გამო,"- აცხადებს კონდახიშვილი.