ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს და სალომე ზურაბიშვილი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს.
მმართველი გუნდის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ქვეყნის შიგნით ებრძვის ინსტიტუციებს და მათ დისკრედიტაციას ახდენს.
"ისევ რჩება კანონისა და კონსტიტუციის მიღმა. ვფიქრობ, პრეზიდენტის ბოლო მოქმედებების შეფასება უკვე აღარაფერს არ გვაძლევს, ისედაც ერთმნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის ინტერესს, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ქვეყნის შიგნით ებრძვის ინსტიტუციებს და დისკრედიტაციას უწევს მათ. ახლა მთელი ყურადღება უნდა იქნეს გადატანილი, როგორ დავიცვათ ქვეყანა და ქვეყნის ინტერესები მის მიერ გატარებული ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებისგან", - განაცხადა ნინო წილოსანმა.