რუმინეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრები ქვეყნის პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მის რუმინელ კოლეგასთან და დეპუტატებთან. ასევე ექსპერტებთან. დღის წესრიგით გათვალისწინებულია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა რუმინეთის სენატის წინაშე.
ვიზიტი მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე რუმინეთის მხარდაჭერის მორიგი დადასტურებაა. განხილვების კიდევ ერთი მთავარი თემა ეკონომიკური პროექტებია - მათ შორის იქნება შავი ზღვის ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს სწორედ ბუქარესტში გაფორმდა.
რუმინეთში საქართველოს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს რუმინეთის სენატის პლენარულ სხდომას სიტყვით მიმართავს.
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა და მიმართავს რუმინეთის სენატის პლენარულ სხდომას, ასევე ხელი მოეწერება დეკლარაციას პარტნიორობის გაღრმავების თაობაზე. შეხვედრები შედგება რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან. საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრთან პარტნიორობით გაიმართება მრგვალი მაგიდა დიპლომატიური წრეებისა და ასევე ანალიტიკური ინსტიტუტების მონაწილეობით, რომელზეც მოხსენებით გამოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველო გააცნობს რუმინეთს პირველ პირებს თუ რა სამუშაოები გაწია ქვეყანამ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად.
"დღევანდელი ვიზიტი ერთის მხრივ ემსახურება იმას, რომ გავაცნოთ თუ რა სამუშაოები გაწია საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის და აგრეთვე გავაღრმაოთ ორმხრივი ურთიერთობები ამ ქვეყანას შორის", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
"ხალხის ძალა" წევრის ეკა სეფაშვილის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რუმინეთის მხარდაჭერის იმედი აქვს.
"საშუალება გვეძლევა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესახებ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია, ასევე ასოცირების ვალდებულებით გათვალისწინებული რეფორმების შესახებ მოვახსენო ჩვენს პარტნიორებს. რა თმა უნდა, გვაქვს რუმინეთის მხრიდან მხარდაჭერის იმედი იმიტომ, რომ რუმინეთი არა მარტო პოლიტიკური პარტნიორია, არამედ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით ის მნიშვნელოვანი ქვეყანა. საქართველომ განაცხადა, იმ სატრანსპორტო ენერგეტიკული ციფრული ჰაბის შესახებ, რომლის განვითარების პოტენციალიც აქვს ჩვენს ქვეყანას და აქ, შავი ზღვის გავლით, რუმინეთის მნიშვნელობა დიდია", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.