საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.
დღეს და ხვალ ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან.
საგარეო უწყების ცნობით, ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.