საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როდესაც საკითხი ეხება საბანკო სისტემას, საქართველოს და ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს, სალომე ზურაბიშვილი უფრო თანმიმდევრული უნდა იყოს და თითოეულ ასეთ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს.
"მან მოითხოვა პირველ რიგში, რომ გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, სადაც პირდაპირ მიანიშნებდა, რომ მოქალაქეობის შეწყვეტა სურდა. შემდეგ ვნახეთ უკვე სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, რომ მან უარი თქვა მოქალაქეობის შეწყვეტაზე და დღეს ვხედავთ, რომ 3 თვიანი ვადის აღება გადაწყვიტა. როდესაც საკითხი ეხება საბანკო სისტემას, საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის იმიჯს ევროინტეგრაციის პროცესში, საჭირო არის, რომ ვიყოთ უფრო მეტად თანმიმდევრულები და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ თითოეულ ასეთ საკითხს," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.