15 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
მიუხედავად კანონით გათვალისწინებული ვადებისა, პრეზიდენტმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა დაუყონებლივ უნდა ჩამოართვას - ხატია დეკანოიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს პასპორტი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოართვას, რადგან მას, როგორც ფსბ-ს აგენტს, ქართული პასპორტი ბევრ უპირატესობას აძლევს.

დეკანოიძის თქმით, მიუხედავად კანონით გათვალისწინებული ვადებისა, პრეზიდენტმა მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება დაუყონებლივ უნდა მიიღოს.

"ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ ქართული პასპორტით გადაადგილდება ძალიან ბერ ადგილას. ფსბ-ს აგენტს, რომელსაც აქვს ქართული პასპორტი, არ ექმნება გადაადგილების პრობლემა, რადგან საქართველოს პასპორტი გაცილებით ძლიერია, ვიდრე რუსული. ოთარ ფარცხალაძეს დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით არის გათვალისწინებული", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას განმარტებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორია თუ არასწორი, ამას დრო აჩვენებს, თუმცა მისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკურად გასაგები ნაბიჯია.

"პრეზიდენტი ეუბნება საქართველოს ხელისუფლებას - ნუ ელოდებით ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, სანქციები აღასრულეთ მანამდე, ისევე როგორც სანქციები უნდა აღასრულოთ მანამდე და დაუყოვნებლივ მაშინაც კი თუ მომავალში სხვა საქართველოს მოქალაქეს დაედება ეს სანქციები. "ქართული ოცნების" მცდელობაა, რომ ფარცხალაძე გამიჯნოს იმ რეალობიდან, რომელიც შეიძლება ცოტა ხანში მის წევრებსაც დაემუქროს. სწორია თუ არასწორია ეს გადაწყვეტილება ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ჩემთვის პოლიტიკურად ძალიან გასაგები გადაწყვეტილებაა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები