15 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
იმდენად აემღვრა პოზიციები პრეზიდენტს და აიხლართა ამ ყველაფერში, რომ მართლაც უჭირს ესაუბროს საზოგადოებას კონკრეტულ მოტივაციასთან დაკავშირებით - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პრეზიდენტს "პოზიციები ბევრჯერ აემღვრა და იმდენად აიხლართა, რომ მართლაც უჭირს ესაუბროს საზოგადოებას კონკრეტულ მოტივაციასთან დაკავშირებით".

სარჯველაძის თქმით, პრეზიდენტი, ოპოზიციას, ხელისუფლებისთვის ყალბი იარლიყების შექმნის პროცესში მხარში ამოუდგა, რაც საბოლოო ჯამში არასწორი აღმოჩნდა.

"მართლაც იმდენად აემღვრა თავისი პოზიციები პრეზიდენტს და იმდენად აიხლართა ამ ყველაფერში, რომ მართლაც უჭირს ესაუბროს საზოგადოებას კონკრეტულ მოტივაციასთან დაკავშირებით. ამით ნებისმიერი მისი განცხადება პრაქტიკულად დღითიდღე უფრო და უფრო ნაკლებად სანდო ხდება. ის, რაც ოპოზიციამ დაგეგმა, რომ ყალბი იარლიყი მიეკერებინა ხელისუფლებისთვის და შესაბამისად საზოგადოება დაერწმუნებინათ რეალურად არარსებული ბრალდებების ნამდვილობაში, შესაბამისად აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ეს ტყუილი იყო, რასაც სამწუხაროდ მხარში ამოუდგა პრეზიდენტიც. ის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ამ შემთხვევაში ზიანდება ასეთი ტიპის დამოკიდებულებების დემონსტრირებით, ეს მე ვფიქრობ, რომ ფაქტია. ეს დასანანია, სამწუხაროა, მაგრამ ეს ასეა," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები