15 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
საქართველოს რომ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი დაირღვა ის ტრიო, რომელშიც შედიოდა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო - შალვა პაპუაშვილი

რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი ამ წუთებში მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ხვდება. შეხვედრა პრემიერის ოფისში მიმდინარეობს.

ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართება ადგილობრივ ექსპერტებთანაც. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში და აღნიშნავენ, რომ რუმინეთი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდამჭერია.

"მგონია, რომ საპარლამენტო მხარდაჭერასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსს უნდა ჰქონდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერა. რუმინეთთან გვაკავშირებს საერთო მიზნები, რომ აბრეშუმის გზა იყოს დამაკავშირებელი ძარღვი, რომელიც ევროპას და აზიას დააკავშირებს. ჩვენ უნდა ვიყოთ კონტრიბუტორი ევროკავშირის ეკონომიკური უსაფრთხოების. შარშან, სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ საქართველოს რომ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, დაირღვა ის ტრიო, რომელშიც შედიოდა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. 

ეს ტრიო არსებობს ჯერ კიდევ და მნიშვნელოვანია ევროკავშირმა ასეთი სტრატეგიული მიდგომებით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაშალოს ტრიო," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები